ჩოგბურთი

20:55 | 3.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიმი ზვერევს შეხვდება

როლან გაროსის 1/4-ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი გერმანელ ალექსანდრე ზვერევს დაუპირისპირდება.

1/8-ფინალში ავსტრიელმა იაპონელი კეი ნიშიკორი 6:2, 6:0, 5:7, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. ტიმიმ პირველი ორი სეტი იოლად მოიგო, მესამეში კეიმ მოახერხა გარდატეხის შეტანა, თუმცა მეოთხე პარტიაში იაპონელმა ვერაფერი ვეღარ გაახერხა.

ალექსანდრე ზვერევს უფრო მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია. ზვერევმა კარენ ხაჩანოვს 4:6, 7:6, 2:6, 6:3, 6:3 აჯობა. შეხვედრა 3 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. ბოლო სეტში ხაჩანოვს ძალა აღარ ეყო.

ურთიერთშეხვედრებში ტიმი ზვერევს 4:2-ს უგებს. მატჩი 5 ივნისს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175267