ფეხბურთი

3:46 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ლუქსემბურგთან: კაკაბაძისა და გვილიას გარეშე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. როგორც სფფ-ის პრესსამსახური გვამცნობს, ვლადიმირ ვაისის გუნდს ოთარ კაკაბაძე გამოაკლდა. ამის მიზეზი ტრავმაა, თუმცა უცნობია, რამდენად სერიოზულია 22 წლის მცველის დაზიანება.

გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს ვაკო გვილია, რომელიც მალტასთან გააძევეს და ფიფას წესების თანახმად, მომდევნო შეხვედრა უნდა გამოტოვოს. ამრიგად, ვაისის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177233