ჩოგბურთი

22:20 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა

საფრანგეთის ღია პირველობის 1/4-ფინალურ შეხვედრაში მოულოდნელად ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან 3:6, 6:7, 6:1, 6:7 დამარცხდა. შეხვედრა 3 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ჩეკინატომ ერთი ბრეიკით მოიგო. მეორე პარტიაში იტალიელმა ტაი-ბრეიკზე 7:4 მოიგო. მესამე სეტში ნოვაკმა გაილაღა და იოლად მოიგო. მეოთხე სეტში ნოვაკი 3:0 დაწინაურდა და თითქოს მეხუთე გადამწყვეტი პარტია უნდა დანიშნულიყო, თუმცა ჩეკინატომ სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც დრამატული ბრძოლა გაიმართა, სადაც ნოვაკმა სამი სეტ-პოინტი ვერ გამოიყენა, მარკომ კი შეხვედრა მეოთხე მატჩ-პოინტზე მოიგო და დიდი სლემის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნახევარფინალში ჩეკინატო – ტიმს დაუპირისპირდება, მატჩი 8 ივნისს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1-ია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173697