ფეხბურთი

18:10 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "რეალისტები უნდა ვიყოთ, პორტუგალია ფავორიტი არაა"

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტად არ მიიჩნევს. როგორც 33 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რეალისტები უნდა იყვნენ, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

“შემიძლია გარანტირებულად ვთქვა, რომ ყველა ფეხბურთელი და მწვრთნელი ამბიციურია. კარგად გვესმის, რომ ფავორიტები არ ვართ, რეალისტები უნდა ვიყოთ. თუმცა, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. უნდა ვიაროთ თამაშიდან თამაშამდე, უნდა შევიქმნათ სწორი განწყობა, ვიბრძოლოთ და გვქონდეს იმედი, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია”, - განაცხადა რონალდუმ.

ევროპის ჩემპიონი პორტუგალია მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ირანს, მაროკოსა და ესპანეთის ნაკრებებეს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091439