საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს ნომერ პირვლელი ჩოგბურთელი, რუმინელი სიმონა ჰალეპი ამერიკელ სლოან სტივენსს დაუპირისპრიდება.
1/2-ფინალში სიმონა ჰალეპმა ესპანელი გარბინიე მუგურუზა 6:1, 6:4 დაამარცხა. სტივენსმა თავის თანამემამულეს და მეგობარს მედისონ ქისს 6:4 6:4 აჯობა.
ფინალი 9 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ურთიერთშეხვედრებში ჰალეპი სტივენსს 5:2-ს უგებს. სიმონა “როლან გაროსის” ფინალში ორჯერ გავიდა და ორივეჯერ დამარცხდა, სლოანი კი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში პირველად ითამაშებს.







