ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017/18 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, კალათბურთელებმა ჯეიმს ჰარდენი დაასახელეს, აღნიშნულ ინფომრაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ჰარდენი რეგულარულ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30.4 ქულას, 8.8 პასს, 5.5 მოხსნას, 1.7 ჩაჭრას და 0.6 დაფარებას აგროვებდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჰარდენი ასევე 2015 წელს გახდა კალათბურთლების რჩეული, მაგრამ მაშინ MVP-ის ტიტული სტეფ კარიმ მოიპოვა.







