ფეხბურთი

23:01 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ - მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც მეოთხე მუნდიალზე გაიტანა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდუმ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ესპანეთის წინააღმდეგ, ანგარიში გახსნა.

33 წლის ფორვარდმა მატჩის მე-4 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, რომელიც მისი წაქცევისთვის დაინიშნა. პირველ ტაიმში რონალდუმ დუბლის შესრულება მოახერხა.

ამ შედეგით, რონალდუ გახდა ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც თავის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გატანა. პორტუგალიელ ვარსკვლავს გატანილი აქვს 2006, 2010 და 2014 წლის მუნდიალებზე.

ოთხ მუნდიალზე ასევე გატანილი აქვთ უვე ზეელერს, პელეს და მიროსლავ კლოზეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169962