ფეხბურთი

1:20 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტრამპი: „2026 - საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარებას ღირსეულად გაუმკლავდება.

„ყველას მადლობას გიხდით მოლოცვისთვის. დიახ, ამერიკამ, მექსიკამ და კანადამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვეს. პირადად მე, ამისთვის შეუპოვრად ვმუშაობდი, არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად. ჩვენ არასდროს ვაგებთ და დარწმუნებული ვარ, ეს საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება“ - დაწერა ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. მუნდიალს პირველად ამერიკამ 1994 წელს უმასპინძლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170762