ფეხბურთი

11:33 | 24.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხიმენესი ურუგვაის რუსეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება

მადრიდის "ატლეტიკოს" და ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველი მარია ხიმენესი რუსეთთან გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობას ფეხის ტრავმის გამო ვერ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია ურუგვაის ნაკრების პრესსამსახურმა გაავრცელა.

A ჯგუფში სამხრეთამერიკელებს და მასპინძლებს ორი მატჩის შემდეგ 6-6 ქულა აქვთ და მერვედფინალში უკვე გავიდნენ. ურუგვაი და რუსეთი 25 ივნისს შეხვდებიან ერთმანეთს და ამ შეხვედრაში გადაწყდება თუ რომელი გუნდი გავა პირველ ადგილზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168431