ფეხბურთი

10:25 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" უკრაინელი მცველი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. როგორც იმერული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, საქართველოს 4-გზის ჩემპიონის ღირსებას ამიერიდან უკრაინელი მცველი ალექსანდრ აზაცკი დაიცავს.

24 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ჩეხურ “ბანიკში” ირჯებოდა, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა. უკრაინელი მცველი საქართველოში დღეს ჩამოვა და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

აზაცკის ხარკოვის “მეტალისტსა” და ოდესის “ჩერნომერეცში” უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის მაისურით 2016-2017 წლების სეზონში უკრაინის ჩემპიონატში 23 შეხევდრა ჩაატარა და ქართველ დავით ხოჭოლავასთან ერთად თამაშობდა დაცვის ცენტრში. უკრაინის 21 წლამდე ნაკრებში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ “ტორპედომ” მანამდე სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰლინკაც გაიფორმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087937