ფეხბურთი

13:11 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ბულგარელი ფეხბურთელი გაიფორმა

საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” გაძლიერებას განაგრძობს. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტოყბინება, ამიერიდან ბულგარელი მცველი ლაზარ ენევ მარინი “ტორპედოში” ითამაშებს.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე გაფორმდა. 24 წლის მარინი პოზიციით მარცხენა მცველია და გასულ სეზონში ბულაგრულ “ბოტევში” თამაშობდა (42 მატჩი, 1 გოლი).

მარინი “ბოტევის” ღირსებას 2012-2016 წლებშიც იცავდა, ხოლო შემდეგ სოფიის ცსკა-ში იყო, თუმცა იქ დამკვიდრება ვერ მოახერხა. ბულგარეთის 21 წლამდე ნაკრებში თავის დროზე 5-ჯერ აქვს ნათამაშები.

მარინი “ტორპედოს” მესამე ახალწვეულია მარეკ ჰლინკასა და ალექსანდრ აზაცკის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091328