კალათბურთი

11:35 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონდოც "ლეიკერსში"

“ნიუ ორლეან პელიკანსის” აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი რაჯონ რონდო კარიერას ლოს ანჯელეს “ლეიკერსში” გააგრძელებს. ESPN-ის ცნობით, ვეტერანმა მოთამაშემ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით 9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

რონდომ გასულ სეზონში 65 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.3 ქულას აგროვებდა. 32 წლის კალათბურთელს თავის დროზე “ბოსტონის”, “დალასის”, “საკრამენტოსა” და “ჩიკაგოს” რიგებში უთამაშია.

შეგახსენებთ, “ლეიკერსმა” მანამდე თვით ლებრონ ჯეიმსიც გაიფორმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090062