მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, ფილიპინები - ავსტრალია ჩაიშალა. მიზეზი, ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის დაწყებული მასობრივი ჩხუბი გახდა, რის შემდგომაც მსაჯს 12 მოთამაში გაძევება მოუწია.
მესამე პერიოდში ფილიპინელმა კალათბურთელმა მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა, რასაც ავსტრალიელთა გაღიზიანება მოჰყვა და საბოლოოდ ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა. დანარჩენი კი, კადრებშიც კარგად ჩანს...







