ისტორია

10:34 | 17.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

17 იანვარი

1961 – დაიბადა მაია ჩიბურდანიძე. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში (1978, 1981, 1984, 1986, 1988). საერთაშორისო დიდოსტატი როგორც ქალთა (1977), ასევე მამაკაცთა (1984) შორის. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1977). ოთხჯერ დაჯილდოვდა “საჭადრაკო ოსკარით” (1984, 1985, 1986, 1987). მონაწილეობდა მრავალ საჭადრაკო ოლიმპიადაზე (საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახელით) და ამ ტურნირებზე მოპოვებული აქვს 10 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი. 2008 წლის ნოემბერში, დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მაია ჩიბურდანიძემ და მისმა თანანაკრებელებმა საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუპოვეს. ქალთა შორის, ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადები. მაია ჩიბურდანიძე ღირსების ორდენის კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1926 – ლონდონის “აპტონ პარკზე” ადგილობრივი “ვესტ ჰემისა” და “ლივერპულის” მატჩის მსვლელობისას, სტუმართა მოთამაშე, დონალდ მაკინლიმ დედაქალაქელთა კარში გოლი საკუთარი მოედნიდან დარტყმის შედეგად გაიტანა.
1945 – ჯილბერტ დოდსმა ერთ მილზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:05.3) და მეორე დღიდან რელიგიურ მსახურებას მიჰყო ხელი.
1963 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, უილტ ჩემბერლენმა (“სან ფრანცისკო უორიორზი”) “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 67 ქულა ჩაუგდო.
1970 – ბეისბოლისტთა ეროვნული ლიგის 357-მა მოთამაშემ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.
1986 – ტიმ ვინტერსპუნმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში, ტონი ტაბსი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიი მოიპოვა.
1989 – მწვრთნელმა, ელ არბორმა ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში 600-ე გამარჯვება იზეიმა.
1997 – დენის როდმანს სატელევიზიო ოპერატორისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისათვის ჯარიმის სახით 25 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს.
2001 – ბრაზილიის ნაკრებისა და “გრემიოს” ფორვარდმა, რონალდინიომ პსჟ-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2001 – “სენტ-ეტიენის” ყოფილი მეკარე, მაქსიმ ლევიცკი საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციამ, საბერძნეთის ყალბი პასპორტის აღებისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
2005 – მელბურნის როდ ლეივერის სახელობის კორტებზე სტარტი აიღო “დიდი სლემის წლის პირველმა საჩოგბურთო ტურნირმა, ავსტრალიის ღია პირველობამ.
2005 – ბელგიის სპორტის მინისტრმა, კლოდ ეერდენკინსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონ სვეტლანა კუზნეცოვას დოპინგ-ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.   
2009 – მელბურნის AAMI Kooyong Classic საჩოგბურთო ტურნირის ფინალში, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა თანამემამულე სტანისლას ვავრინკას 6:1, 6:3 მოუგო.
2010 – 2011 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის C შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად პოლონეთი, ბულგარეთი, ბელგია და პორტუგალია ერგო.    
              
ამ დღეს დაიბადნენ

1906 – გილერმო სტაბილე. არგენტინის ნაკრების, “ურაკანის”, “ჯენოას”, “ნაპოლის” ფორვარდი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის ფინალისტი და საუკეთესო ბომბარდირი. მუნდიალის 4 მატჩში, გაიტანა 8 გოლი. მწვრთნელობისას კოპა ამერიკის ექვსგზის გამარჯვებული. “რასინგს” სამჯერ მოაპოვებინა არგენტინის ჩემპიონობა. 1958 წლის მუნდიალზე იყო არგენტინის ნაკრების თავკაცი. გარდაიცვალა 1966 წლის 27 დეკემბერს.
1909 – პეტრუს ვან რინენი. 1920-40-იან წლებში ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდი. მისი საშუალო შედეგიანობა მატჩში 1,15 გოლს უტოლდება.
1911 – გავრიილ კაჩალინი. საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1936-42 წლებში გამოდიოდა მოსკოვის “დინამოში”. ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს, მოსკოვის “ლოკომოტივს”, თბილისისა და მოსკოვის “დინამოს”, ტაშკენტის “ფახთაქორს”. საბჭოთა ნაკრებს მოაგებინა ოლიმპიური თამაშები (1956) და ევროპის თასი (1960). მისი მეთაურობით, თბილისის “დინამო” პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. კაჩალინმა 1971 და 1972 წლებში თბილისის “დინამოს” საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. გავრიილ კაჩალინი 1995 წლის 23 მაისს გარდაიცვალა.
1929 – ჟაკ პლანტი. ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი. ამპლუით გოლკიპერი. გამოდიოდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბში. შვიდჯერ დაასახელეს ლიგის წლის საუკეთესო მეკარედ (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1962, 1969). რვაჯერ ითამაშა NHL-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1962, 1969, 1970). 1978 წელს, შეიყვანეს ჰოკეისტთა “დიდების დარბაზში”. 1959 წლის 1 ნოემბერს, “ნიუ იორკ რეინჯერსის” მოთამაშე, ენდი ბეთგეითმა პლანტს შაიბა სახეში გაარტყა. პლანტი გასახდელში ნაკერის დასადებად გავიდა და ვინაიდან “მონრეალ კანადიენსს” სათადარიგო გოლკიპერი არ ჰყავდა, ჟაკმა დამცავი ნიღაბი გაიკეთა და ასე გააგრძელა ასპარეზობა. ასე და ამგვარად, ჟაკ პლანტი პირველი მეკარეა, რომელმაც ნიღაბით იასპარეზა. ჟაკ პლანტი იყო “კვებეკ ნორდიკსისა” და “ედმონტონ ოილერზის” გენერალური მენეჯერი. პლანტი 1986 წლის 27 თებერვალს, კუჭის კიბოთი გარდაიცვალა. ამჟამად, ჰოკეის ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მეკარის პრიზი ჟაკ პლანტის სახელს ატარებს.
1942 – მუჰამედ ალი (კასიუს მარსელიუს კლეი). ლეგენდარული ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა სამჯერ. პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. იმავე წლის 29 ოქტომბერს, ჩაატარა პირველი ორთაბრძოლა პროფესიონალურ რინგზე. 1963 წლამდე 19-ჯერ იპაექრა და ყველა მატჩი მოიგო (მათ შორის, 15 ნოკაუტით). 1964 წელს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ორთაბრძლაში, სონი ლისტონი დაამარცხა, რომელსაც მომდევნო წელს მატჩრევანშიც მოუგო. ნოემბერში კი, კასიუს კლეიმ მსოფლიოს ექსჩემპიონ ფლოიდ პატერსონს სძლია. 1967 წელს, კლეიმ აშშ-ის არმიაში სამსახურსა და ვიეტნამში საომრად გამგზავრებაზე უარი თქვა, რისთვისაც ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. მას შემდეგ, კასიუს კლეი მუჰამედ ალის სახელით გახდა ცნობილი. 1971 წლის 8 მარტს, ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში” “საუკუნის ორთაბრძოლად” წოდებული მატჩი ჩატარდა ალისა და ჯო ფრეზერს შორის. მსაჯებმა მოგება ფრეზერს მიაკუთვნეს, თუმცა, საერთო აღიარებით, ბრძოლა ალიმ მოიგო. მომდევნო პაექრობებში ალიმ კენ ნორტონსაც სძლია, ფრეზერთანაც რევანში აიღო და 1974 წლის 30 ოქტომბერს, ზაირის დედაქალაქ კინშასაში ტიტულისათვის მატჩში ჯორჯ ფორმენს შეხვდა. მუჰამედ ალიმ მაყურებელს უნაკლო ტაქტიკური ბრძოლა უჩვენა და პლანეტის უძლიერესი მოკრივის წოდება დაიბრუნა. მესამედ ჩემპიონის ტიტული ალიმ ლეონ სფინქსთან მატჩრევანშის მოგების შემდეგ შეძლო.
1948 – დავით გოგია. თბილისის “დინამოს”, ქუთაისის “ტორპედოსა” და ლანჩხუთის “გურიას” გოლკიპერი. “დინამოს” რიგებში ჩაატარა საკავშირო პირველობის 176, თასის 18 და 54 საერთაშორისო მატჩი. 1978 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონი. 1976 და 1979 წლებში მოიპოვა თასი. 1976 წლის 3 სექტემბერს, ფინალში ერევნის “არარატის” წინაააღმდეგ ითამაშა (“დინამომ” 3:0 მოიგო), ხოლო 1979 წლის გათამაშებაში ნახევარფინალში მოსკოვის ცსკასთან იასპარეზა (თბილისელებმა დამატებით დროში 2:1 იმარჯვეს). გოგიას მოპოვებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს სამი მედალი (1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა). 1978 წელს “33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს პირველ ნომრად. დავით გოგია ღირსების ორდენის კავალერია.
1961 – მაია ჩიბურდანიძე. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში (1978, 1981, 1984, 1986, 1988). საერთაშორისო დიდოსტატი როგორც ქალთა (1977), ასევე მამაკაცთა (1984) შორის. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1977). ოთხჯერ დაჯილდოვდა “საჭადრაკო ოსკარით” (1984, 1985, 1986, 1987). მონაწილეობდა მრავალ საჭადრაკო ოლიმპიადაზე (საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახელით) და ამ ტურნირებზე მოპოვებული აქვს 10 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი. 2008 წლის ნოემბერში, დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მაია ჩიბურდანიძემ და მისმა თანანაკრებელებმა საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუპოვეს. ქალთა შორის, ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადები. მაია ჩიბურდანიძე ღირსების ორდენის კავალერია.
1979 – მამუკა წერეთელი. საქართველოს ნაკრების, თბილისისა და სოხუმის “დინამოს”, რიგის “სკონტოს”, ვლადიკავკაზის “ალანიას” ყოფილი მცველი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 12 მატჩი.
1980 – ვალერი აბრამიძე. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს”, მოსკოვის “სპარტაკის”, “ხიმკის”, მაჰაჩყალის “ანჟის”, ელისტის “ურალანის”, რუსთავის “ოლიმპის” მცველი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 6 მატჩი.

1982 – დუეინ უეიდი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებისა და “მაიამი ჰითის” გამთამაშებელი-მსროლელი (194 სმ). “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში ათენის 2004 წლის ოლიმპიურ  თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, 2008 წელს კი, პეკინის თამაშების ჩემპიონი გახდა. 8-ჯერ (2005-12) ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. 2006 წელს, გახდა ნბა-ს ჩემპიონი და აშშ-ში აღიარეს წლის სპორტსმენად. ნბა-ს ჩემპიონი გახდა 2012 წელსაც. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი.



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.179254