ისტორია

10:31 | 17.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

17 ნოემბერი

 1986. დაიბადა მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, ბათუმის “ბასკოს”, ტრევიზოს “ბენეტონის”, “მიტელდოიჩერის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, “ბკ კიევის”, “კანტუს” მსროლელი (197 სმ). მოპოვებული აქვს სლოვენიის ჩემპიონობა და თასი. დაასახელეს უკრაინის წლის საუკეთესო ლეგიონერად. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა და ჩვენ ეროვნულ გუნდს კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრაში დაეხმარა.


მნიშვნელოვანი ფაქტები

1893. პრაღაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სპარტა”. გუნდი 24-ჯერ გახდა ჩეხოსლოვაკიის და ჩეხიის ჩემპიონი.
1929. სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო პირველობის ფინალში არგენტინამ ურუგვაის 2:0 მოუგო. გოლები ფერეირამ და მ. ევარისტომ გაიტანეს.
1938. მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიის ეროვნულ გუნდს 7:0 მოუგო. მატჩში 5 გოლი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფორვარდმა ვილი ჰოლმა გაიტანა.
1959. თბილისის “დინამომ” ბელგიის ქალაქ ლიეჟში ადგილობრივ “სტანდარდთან” 1:2 წააგო. თბილისელთაგან გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა. “დინამოს” ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1961. თბილისის “დინამომ” კუბის დედაქალაქ ჰავანაში ამავე ქვეყნის ნაკრებს 8:0 მოუგო. გოლები ვლადიმერ ბარქაიამ (4), ზაურ კალოევმა (2) და შოთა იამანიძემ (2) გაიტანეს. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1973. თბილისის “დინამომ” სტამბოლში იქაურ “ბეშიქთაშს” 1:0 მოუგო. გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა. “დინამოს” ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.
2004. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, თბილისში, დანიასთან 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები გიორგი დემეტრაძემ და მალხაზ ასათიანმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშს 21 000 მაყურებელი დაესწრო.
2004. მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ნაკრებმა ინგლისისას 1:0 მოუგო. მთელი მატჩის განმავლობაში მაყურებლები ეშლი კოულისა და შონ რაიტ-ფილიპსის მისამართით რასისტული ხასიათის ფრაზებს იძახდნენ.
2010. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გასვლაზე სლოვენიას 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ჯანო ანანიძემ და სანდრო გურულმა გაიტანეს. გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ
1926. კოტე მახარაძე. ქართველი სპორტული მიმომხილველი. წაყვანილი აქვს რეპორტაჟები თბილისის “დინამოს” მნიშვნელოვანი მატჩებიდან, მათ შორის 1964 წელს ტაშკენტიდან და 1981 წელს დიუსელდორფიდან. მუშაობდა კომენტატორად მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე. კოტე მახარაძე 2002 წელს გარდაიცვალა.
1930. ბობ მატიასი. ამერიკელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1948 და 1952 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1938. პიტერ სნელი. ახალზელანდიელი მძლეოსანი. 800 და 1500 მეტრზე რბენაში 1960 და 1964 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1973. ბერნდ შნაიდერი. გერმანიის საფეხბურთო ნაკრების, იენის “კარლ ცეისის”, ფრანკფურტის “აინტრახტის”, ლევერკუზენის “ბაიერის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 2006 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 2002 წელს “ბაიერის” შემადგენლობაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
1986. ნანი (ლუიშ კარლუშ ალმეიდა და კუნია). პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების, ლისაბონის “სპორტინგისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 2008 წლის საკლუბო ჩემპიონი. 2008 წელს დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს. 2008, 2009 და 2011 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2007, 2008, 2010, 2011 წლებში მოიპოვა ინგლისის სუპერთასი. 2007 წელს მოიპოვა პორტუგალიის თასი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი, გაიტანა 12 გოლი.

1986. მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, ბათუმის “ბასკოს”, ტრევიზოს “ბენეტონის”, “მიტელდოიჩერის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, “ბკ კიევის”, “კანტუს” მსროლელი (197 სმ). მოპოვებული აქვს სლოვენიის ჩემპიონობა და თასი. დაასახელეს უკრაინის წლის საუკეთესო ლეგიონერად. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა და ჩვენ ეროვნულ გუნდს კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრაში დაეხმარა.

 

ამ დღეს გარდაიცვალა
2006. ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი ფერენც პუშკაში. პუშკაშის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია იყო.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096706