1963. დაიბადა მაიკლ ჯორდანი. საერთო აღიარებით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი (198 სმ). კალათბურთიდან პირველად წასვლამდე, 13 სეზონის განმავლობაში თამაშობდა “ჩიკაგო ბულზში” და ექვსჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (1991-1993, 1996-1998). ხუთჯერ დაასახელეს ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ. მაიკლ ჯორდანს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა შორის საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს: 30,12 ქულა მატჩში (უილტ ჩემბერლენის შედეგი 30,06 ქულაა). სულ კი 32 292 ქულა დააგროვა და პარტნიორებს 5 633 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა. ჯორდანი ორჯერ დაბრუნდა NBA-ში (2002 წელს “ვაშინგტონ უიზარდსის” შემადგენლობაში) და კვლავინდებურად უმაღლეს დონეზე თამაშს ახერხებდა. 14-ჯერ იასპარეზა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. მაიკლ ჯორდანი 1984 და 1992 წლების ოლიმპიური ჩემპიონია. 1991-ში დაასახელეს პლანეტის წლის საუკეთესო სპორტსმენად.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1924. ლეგენდარულმა მოცურავემ და მსახიობმა, ჯონი ვაისმიულერმა 100 იარდზე თავისუფალი სტილიტ ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (52.4).
1941. ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, გუს დორაციო მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1949. პარიზში მიმდინარე ციგურებით ფიგურულად მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალებში ჩეხოსლოვაკიელმა ალენა ვრცანოვამ, ხოლო მამაკაცებში, ამერიკელმა რიჩარდ ბარტონმა გაიმარჯვეს. ამ უკანასკნელმა პლანეტის საუკეთესო მოციგურავის წოდება შეინარჩუნა.
1968. კალათბურთის სამშობლოში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში, საკალათბურთო “დიდების დარბაზი” დაარსდა.
1968. კვიპროსის საფეხბურთო ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. კუნძულელებმა ევრო-68-ის შესარჩევ მატჩში შვეიცარიას 2:1 სძლიეს. მეორე მატჩი კვიპროსელებმა 5 წლის შემდეგ მოიგეს, როდესაც ჩრდოლოეთ ირლანდიას 1;0 მოუგეს.
1974. ქაიროში, მიმდინარე საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას სტადიონის ტრიბუნებზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.
1979. ამერიკელმა ველოსიპედისტმა და მოციგურავემ, ერიკ ჰეიდენმა 1000 მეტრზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი გაიომეორა (1:14,99).
1984. თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, გაგრაში პოლონეთის კრაკოვის საფეხბურთო კლუბ “ვისლას” 3:0 მოუგო. გოლები ალექსანდრე ჩივაძემ (2) და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ქანთარია (ბალაძე), კეტაშვილი, ჩივაძე, თევზაძე, ბარათაშვილი (არზიანი), ჭილაია (ჟორჟიკაშვილი), სვანაძე, სულაქველიძე (პაიკიძე), გუცაევი, ცაავა (შენგელია), ჟვანია. მწვრთნელი დავით ყიფიანი.
1993. მარკ ფოსტერმა 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (21.60).
2005. ბერძნული საფეხბურთო კლუბის, პაოკის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ავსტრიელი როლფ ფრინგერი გადააყენეს.
2006. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “მილანის” მცველ კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის საქმე, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. უფრო ადრე, აღმოაჩინეს ლევან კალაძის ცხედარი.
2006. საფეხბურთო კლუბ ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი, ხვიჩა ქასრაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
2006. მოსკოვში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში, _ Aეროფლოტ Oპენ 2006, _ რომელიც ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში მიმდინარეობდა, ბაადურ ჯობავამ და დავით არუთინიანმა პირველობა არავის დაუთმეს.
2006. საფეხბურთო კლუბმა, ნალჩიკის “სპარტაკმა” გოგიტა გოგუასთან გააფორმა კონტრაქტი.
2008. ნიუ ორლეანში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ოლ სტარის” მორიგი შეხვედრა ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 134:128 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “კლივლენდ კავალიერზის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს. მის კარიერაში ეს მეორე ამგვარი აღიარება გახლდათ. “ნიუ ორლეან არენაზე” შეხვედრას 17 271 მაყურებელი დაესწრო.
2013. საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის მატჩში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. “შსს-აკადემიამ“ მართვე-1 165:39 დაამარცხა, 15 წლის ვილი ისიანმა კი მეტოქეს 70-დან 55 ორქულიანი, 15-დან 14 საჯარიმო და 3-დან 1 სამქულიანი ჩაუგდო და 127 ქულა (!) მოაგროვა.
2013. ზაზა ფაჩულიამ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ატლანტას Pჰილიპს Aრენა-ზე “ბრუკლინის” წინააღმდეგ და ლომის წვლილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში (109:95). ქართველ ცენტრს მხოლოდ 2 შედეგიანი პასი დააკლდა ისტორიულ სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 13 ქულა (5-8 ორქულიანი, 3-6 საჯარიმო), 11 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 8 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ. ზაზამ შედეგიანი პასების პირადი რეკორდი დაამყარა.
ამ დღეს დაიბადნენ
1880. ალბერტ ერნესტ ლინტონი. წარმოშობით შოტლანდიელი მეკარე. 1904
1887. კაეტანო საპორიტი. ურუგვაელი მეკარე. 1916 და 1917 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი.
1909. ჯოზეფ შერენსი. ბელგიელი ველოსიპედისტი. ველოსპრინტში 1932-37 წლებში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.
1919. ჯოზეფ ჰანტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის 1943 წლის ჩემპიონი.
1938. საულ მალატრასი. “ფიორენტინას”, “რომას”, “ინტერისა” და “მილანის” მცველი. ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი, თითოჯერ თასებისა და საკონტინენტთაშორისო თასები. იტალიის სამგზის ჩემპიონი.
1941. ალეშანდრუ ბაპტიშტა. პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის “სპორტინგის” მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. ფეხბურთის გარდა მაღალ დონეზე თამაშობდა კალათბურთსა და ჩოგბურთს.
1941. ჰეიდი ბიები. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოთხილამურე. თხილამურებით სწრაფდაშვებაში 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1952. გილერმო ვილასი. არგენტინელი ჩოგბურთელი. პირველი სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე, რომელმაც “დიდი სლემის” ტურნირების მოგება შეძლო. გილერმო ვილასმა 1977
1955. მარსელო ტრობიანი. 1970-80-იან წლებში არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი. გამოდიოდა ესპანურ და კოლუმბიურ გუნდებშიც.
1958. სერგეი ბალტაჩა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების, ხარკოვის “მეტალისტის,” კიევის “დინამოს,” ინგლისური “იფსვიჩ თაუნის” მცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1980, 1981, 1985, 1986) და თასის მფლობელი (1978, 1982, 1985, 1987). 1986
1959. ემბროუზ გეინსი. ამერიკელი მოცურავე. 1984 წლის ოლიმპიადაზე სპრინტერულ დისტანციებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
1963. მაიკლ ჯორდანი. საერთო აღიარებით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი (198 სმ). კალათბურთიდან პირველად წასვლამდე, 13 სეზონის განმავლობაში თამაშობდა “ჩიკაგო ბულზში” და ექვსჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (1991-1993, 1996-1998). ხუთჯერ დაასახელეს ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ. მაიკლ ჯორდანს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა შორის საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს: 30,12 ქულა მატჩში (უილტ ჩემბერლენის შედეგი 30,06 ქულაა). სულ კი 32 292 ქულა დააგროვა და პარტნიორებს 5 633 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა. ჯორდანი ორჯერ დაბრუნდა NBA-ში (2002 წელს “ვაშინგტონ უიზარდსის” შემადგენლობაში) და კვლავინდებურად უმაღლეს დონეზე თამაშს ახერხებდა. 14-ჯერ იასპარეზა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. მაიკლ ჯორდანი 1984 და 1992 წლების ოლიმპიური ჩემპიონია. 1991-ში დაასახელეს პლანეტის წლის საუკეთესო სპორტსმენად.
1966. ლუკ რობიტაილი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბების “ლოს ანჯელეს კინგზის,” “ნიუ იორკ რეინჯერსისა” და “პიტსბურგ პინგვინზის” მარცხენა ფორვარდი. ამ ამპლუის მოთამაშეთა შორის ლიგის ყველაზე შედეგიანი ჰოკეისტია. რობიტაილი 1992 და 1994 წლებში, კანადის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რვაჯერ ითამაშა NHL-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. რობიტაილს გატანილი აქვს 653 შაიბა და შესრულებული აქვს 717 შედეგიანი პასი.
1968. ჯუზეპე სინიორი. იტალიის ნაკრების, “ლაციოს”, “სამპდორიას”, “ბოლონიას”, ბერძნული “ირაკლისის”, ყატარის “ალ არაბის”, უნგრული “შოპრონის” ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ფინალისტი. “სკუადრა აძურას” 28 მატჩში გაიტანა 7 გოლი. 1993, 1994 და 1996 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
1969. ვასილი კუდინოვი. საბჭოთა ფრენბურთელი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
1971. კარლოს გამარა. პარაგვაელი მცველი. თავისი ქვეყნის ნაკრებში ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით პარაგვაელ ფეხბურთელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (110). მოპოვებული აქვს პარაგვაის, ბრაზილიის, არგენტინის ჩემპიონობა, იტალიისა და საბერძნეთის თასები. 1998, 2002 და 2006 წლების მუნდიალების მონაწილე. სამჯერ დაასახელეს ბრაზილიის წლის საუკეთესო ლეგიონერად. 1997 და 1998 წლებში სცნეს პარაგვაის საუკეთესო ფეხბურთელად.
1972. ვლადიმერ ვუიტეკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “
1972. ანდრეი ჩემერკინი. რუსი ძალოსანი. ოლიმპიური ჩემპიონი. ხუთჯერ აქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
1973. დრიუ ბერი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “
1975. ვაცლავ ჰოსპალი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ფილადელფია ფლაიერზის” მოთამაშე. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი. 2000
1980. ელ ჰარინგტონი. “
1982. ადრიანო. ბრაზილიის ნაკრების, “ფლამენგოს”, “პარმას”, “ინტერის”, “სან პაოლოს” და “ფლამენგოს” ფორვარდი. 2004









