საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, ბაქოში მიმდინარე “კასპიის თასის” ტურნირზე მასპინძელი აზერბაინჯანელი თანატოლები 1:0 დაამარცხა.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 17-წლამდელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
სანიკიძე, ყურშავიშვილი (კ), ლოჩოშვილი (ქებაძე, 54), კობოური, არველაძე (ბულუხაძე, 54), ბუღრიძე, არაბიძე, დონდოლაძე (საღრიშვილი, 41), ბურჯანაძე (ნიკოლაიშვილი, 41), ჭურაძე, თავხელიძე.
მატჩში ერთადერთი გოლი დავით კობოურმა 23-ე წუთზე გაიტანა. 29-ე წუთზე ქართველებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ გიორგი არაბიძემ პენალტი ვერ გამოიყენა.
“კასპიის თასზე” ტყებუჩავას შეგირდებმა აზერბაიჯანელების გარდა ყაზახები დაამარცხეს (5:1), ხოლო იაპონიასთან ფრე (2:2) ითამაშეს.









