საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა (1998 წელს დაბადებულები), რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მაკედონიაში მიმდინარე Development Cup-ის ტურნირზე მეორე თამაშიც მოიგო.
ამჯერად, ქართველმა ჭაბუკებმა კვიპროსელი თანატოლები დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ლაშა ლეჟავამ და გიორგი არაბიძემ გაიტანეს.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ტყებუჩავას შეგირდებმა უკეთესად დაარტყეს და 4:2 გაიმარჯვეს.
ტურნირის ბოლო შეხვედრას ქართველები 25 აპრილს მასპინძელ მაკედონიელებთან ჩაატარებენ.
ფოტო gff.ge









