ფეხბურთი

22:48 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია ბრაზილიას ამარცხებს

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალში ბელგიის ეროვნული ნაკრები ბრაზილიას პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 ამარცხებს.

პირველი გოლი მე-13 წუთზე გავიდა, როდესაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ფერნანდინიო შეეხო და საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე გოლი კი რომელუ ლუკაკუს სოლო რეიდს მოყვა, ბურთი საჯარიმოსთან ახლოს კევინ დე ბრუინმა მიიღო და ძლიერი დარტყმით ალისონს შანსი არ დაუტოვა.

პირველი ნახევარი ორივე გუნდის აქტიურობით მიმდინარეობდა, უფრო მეტად კი ბურთს ბრაზილია აკონტროლებდა, ხოლო ბელგია სახიფათო მომენტებს კონტრშეტევებზე ქმნიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092607