მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა ბელგია 1:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში მესამედ გავიდა. 1998 წლსს ფრანგებმა ფინალში ბრაზილია 3:0 დაამარცხეს, ხოლო 2006 წელს იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხოლოდ გოლი გავიდა, ბელგია საფრანგეთის მატჩი სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მწვავედ უტევდა. პირველ ტაიმის დასაწყისთი ბელგია მეტოქეს ჯობდა და რამდენიმე სახიფათო დარტყმა განახორციელეს და რომ არა ფრანგთა მეკარე ლორისი ბელგია დაწინაურდებოდა. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი ფრანგების უპირატესობით წარიმართა და იგრძნობოდა, რომ მათ მომატების მეტი რესურსი ჰქონდათ.
მეორე ნახევარის სტარტზევე დეშამის შეგირდებმა მწვავედ შეუტიეს და კუთხური მოიპოვეს. 51-ე წუთზე გრიზმანმა კუთხურიდან ბურთი ჩააწოდა უტიტმა კი თავური დარტყმის მატჩის გადამწყვტი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბელგია უფრო აქტიური იყო და ბურთიც მათ ეჭირათ, მაგრამ საფრანგეთის კონტრ-შეტევებიც სახიფათო იყო. დარჩენილ დროში ბელგიელებმა რეალური მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს, თუმცა გოლის გატანა ფელაინს და ლუკაკუს შეეძლოთ მაგრამ დამაგვირგვინებელ ეპიზოდებებში ზუსტად ვერ დაარტყეს.მარტინესის შეგირდებმა კარში ზუსტად მხოლოდ სამჯერ დაარტყეს, რაც ფრანგების დაცვითის ხაზის სიძლიერეზე მეტყველებს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გოლის ავტორი სამუელ უმტიტი დაასახელეს. რომელმაც გოლი გარდა ბევრი ორთაბრძოლა მოიგო და უშეცდომოდ ითამაშა. აღსანიშნავია, მბაპეს თამაში, რომელიც შეტევებს სულ ამწვავებდა და ბელგიელ მცველებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. საფრანგეთში თითქმის არც ერთ ფეხბურთელს ცუდად არ უთამაშია. ბელგიაში კი ორი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება ედენ აზარის და მეკარე კურტუასი. კურტუამ, რომელმაც ბელგია სამი გოლისგან იხსნა და აზარი, რომელიც მწვავე შეტევებს იწყებდა და ფრანგები ბურთს ვერ ართმევდნენ.
საბოლოოდ საფრანგეთმა დამსახურებულად მოიპოვა ფინალის საგზური, სადაც ინგლისი-ხორვატიის გამარჯვებულს შეხვდება.
საფრანგეთი - ბელგია 1:0
სტადიონი: "სანქტ-პეტერბურგ სტედიუმი"
მაყურებელი: 64 286
საფრანგეთი:ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ჰერნანდესი, პოგბა, კანტე, მატუიდი (ტოლისო 86), გრიზმანი, ჟირუ (ნზონი 85), მბაპე
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ბელგია:კურტუა, კომპანი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვიტსელი, დე ბრუინი, ფელაინი(კარასკო 80), დემბელე (მერტენსი 60), ჩადლი, ლუკაკუ, აზარი
მთავარი მწვრთნელი:რობერტი მარტინესი







