მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის პირველი ტაიმი დამთავრდა. საფრანგეთი ხორვატიას 2:1-ს ამარცხებს. მე-14 წუთზე ფრანგებმა ჯარიმიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, მარიო მანჯუკიჩს ბურთი თავზე შეეხო და ხორვატთა კარის ბადეში გაეხვა. საფრანგეთი მარიოს ავტოგოლით დაწინაურდა.
ბალკანელებმა გაშვებული გოლის შემდეგ უფრო მძლავრად შეუტიეს და 28-ე წუთზე ივან პერიშიჩმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 37-ე წუთზე ივან პერიშიჩს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. მსაჯმა ვიდეო გამეორებაზე თავიდან რამდენჯერმე უყურა ეპიზოდს და ხორვატთა კარებში პენალტი დანიშნა, რომელიც ანტუან გრიზმანმა ზუსტად გამოიყენა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონტზე მეოთხე გოლი გაიტანა.







