“ბაიერნი” მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საფრანგეთის ნაკრების და “შტუტგარტის” მცველს ბენჯამინ პავარს შეუთანხმდა, რომ 2019 წლიდან “რეკორმაისტერის” რიგებში ითამაშებდა, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, პავარმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ითამაშა, ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა. გერმანელებს მცველის დამატება ახლა სურთ და მუშაობა დაწყებული აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით სატრანსფერო თანხად 35 მილიონი ევრო სახელდება.







