ფეხბურთი

14:55 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კურტუას წასლის შემთხვევაში "ჩელსი" პიკფორდის გადაბირებას შეეცდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ევერტონის" მეკარემ ჯორდან პიკფორდმა შესაძლოა კარირა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს. როგორც The Sun On Sunday იუწყება, იმ შემთხვევაში თუ ტიბო კურტუა ლონდონელებს დატოვებს, "არისტოკრატები" პიკფორდის ვარიანტზე გადაერთვებიან და "ევერტონთან" მოლაპარაკებას დაიწყებენ.

ჯორდანი "სანდერლენდის" აკადემიის აღზრდილია და ლივერპულელებს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. "ევერტონში" რიგებში პიკფორდმა 46 მატჩში 70 გოლი გაუშვა და 12 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში პიკფორდს დებიუტი "ევერტონში" გადასვლის შემდეგ გერმანიასთან შეხვედრაში ჰქონდა, თუმცა პირველად ჯორდანი "სამი ლომის" რიგებში 2016 წელს მოხვდა. ლივერპულელთა მეკარემ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და გუნდის წარმატებულ თამაშში თავისი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126861