მოსკოვის ტურნირი 17 წლის სერბმა ოლგა დანილოვიჩმა მოიგო. ფინალში დანილოვიჩმა ანასტასია პოტაპოვა 7:5, 6:7, 6:4 დაამარცხა.
დანილოვიჩი WTA-ის ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ტურნირი „იღბლიანი-წაგებულის“ სტატუსით მოიგო, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ვებგვერდი ავრცელებს.
მოსკოვის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოლგამ ესპანელ ბადოსასთან წააგო და ტურნირის ძირითად ბადეშიც კი ვერ გავიდა. თუმცა პეტრა მარტიჩმა ტურნირში თამაში იუარა და ორგანიზატორებმა დანილოვიჩს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რომელიც თინეიჯერმა გამოიყენა. დანილოვიჩმა ძლიერ ჩოგბურთლებს აჯობა, როგორებიც არიან, კანეპი, შმიდელოვა, გერგესი და სასანოვიჩი.
წყაროს ცნობით, დანილოვიჩი 2015 წლის შემდეგ გახდა ყველაზე ახლაგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც WTA-ის ტურნირის მოგება მოახერხა. 2015-ში ანა კონუხმა შეძლო კარიერის პირველი ტიტულის მოპოვება, კონუხი დღევანდელ დანილოვიჩზე 18 დღით უმცროსი გახლდათ.







