მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, გერმანიის თასზე „დროხტერზენ-ასელთან“ გასვლითი მატჩის მოგების (1:0) შემდეგ, ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერის თემას შეეხო.
„ჩემი აზრით, არც არაფერი მოხდება. მოხარული ვარ, რომ მან დღევანდელ მატჩში იასპარეზა და კარგადაც ითამაშა“, - ციტირებს კოვაჩს Goal-ი.
ბოატენგის წასვლის წინააღმდეგია „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი შტეფან ეფენბერგი. როგორც ეფენბერგმა ერთი კვირის წინათ განაცხადა, მისთვის გაუგებარია თუ როგორ შეიძლება მიუნხენურმა კლუბმა უარი თქვას ისეთ შესანიშნავ მოთამაშეზე, როგორიც ჟერომ ბოატენგია.
„საამისოდ, წმინდა სპორტული მიზეზი არ არსებობს. ტრავმიდან გამომდინარე პრობლემების მიუხედავად, ჟერომი ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ რჩება“, - თქვა ეფენბერგმა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჟერომ ბოატენგზე პრეტენზიას აცხადებენ ფრანგული პსჟ და ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ბოატენგი „ბაიერნში“ 2011 წელს გადავიდა, გასულ სეზონში ბუნდესლიგის 19 მატჩში ითამაშა, ერთ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.






