"იუვენტუსის" ფეხბურთელები "ლაციოსთან" გამარჯვების შემდეგ ტრადიციულად ტრიბუნებთან მივიდნენ და გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს მოპოვებული სამი ქულა. მათ შორის იყო ლეონარდო ბონუჩიც. იტალიელი მცველი ტიფოზებთან ყველაზე დიდხანს გაჩერდა და პატიებაც ითხოვა. გულშემატკივრებისგან კი აპლოდისმენტები მიიღო.







