ფეხბურთი

14:57 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ შვილი "იუვენტუსის" აკადემიაში შეიყვანა

კრიშტიანუ რონალდუმ შვილი “იუვენტუსის” აკადემიაში შეიყვანა. Calciomercato-ს ცნობით, რონალდუ ჯუნიორი “ბებერი ქალბატონის” 9-წლამდე გუნდში ჩაირიცხა. სხვათა შორის ამავე ასაკში მისი თანაგუნდელები იქნებიან ანდრეა ბარძალის შვილი, მატია ბარძალი და კლაუდიო მარკიზიოს შვილი, დავიდე მარკიზიო.

ცოტა ხნის წინ რონალდუმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოცნებაა რონალდუ ჯუნიორი ფეხბურთელი გახდეს. თუმცა, ბავშვზე ზეწოლის მოზდენას არ აპირებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ თავად კრიშტიანუ “იუვენტუსს” ივლისის თვეში 117 მილიონ ევროდ შეუერთდა. პორტუგალიელ ვარსკვლავს ტურინულ გუნდში ორი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.153898