მსოფლიოს 26-ე ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ამერიკის ღია პირველობის 1/2-ფინალში გავიდა. 1/4-ფინალში სერენამ ჩეხი კაროლინა პლისკოვა 6:4, 6:3 დაამარცხა.
პიველ სეტში უილიამსს გაუჭირდა, ჩეხი 4:2-ს იგებდა, თუმცა ამერიკელმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო. მეორე პარტიa სერენამ უპრობლემოდ თავის სასარგებლოდ უპრობლემოდ დაასრულა.
1/2-ფინალში უილიამსის მეტოქე ლატვიელი ანასტასია სევასტოვა იქნება. მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება. ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.







