საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრის მზადების დასკვნით ფაზაშია ყაზახეთის ქალაქ ასტანაში ჩავიდა. "ჯვაროსნები" თბილისიდან ყაზახეთის მიმართულებით დღეს დილით გაეშურნენ და სამსაათიანი მგზავრობის შედეგად, ასტანაში ჩავიდნენ.
საქართველოს ნაკრები სასტუმრო Comfort Hotel Astana-ში დაბინავდა. დღესვე, საღამოს, ვლადიმირ ვაისი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო საღამოს, "ასტანა არენაზე" ქართველი ფეხბურთელები მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა შეხვედრა 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. WORLDSPORT.GE ასტანიდან თქვენთვის მაქსიმალურად ოპერატიულად იმუშავებს.
WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია ასტანიდან









