ჩოგბურთი

10:50 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სკიავონემ კარიერა დაასრულა

38 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა ფრანჩესკა სკიავონემ კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სკიავონემ საჩოგბურთო კარიერა 1998-წლიდან დაიწყო და 20 წელი გასტანა.

ფრანჩესკას ყველაზე დიდი მიღწევა 2010 წელს დაფიქსირდა, როცა საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო. ჯამში სულ 15 WTA-ის ტურნირი აქვს მოგებული აქედან რვა ერთეულთა თანრიგში, - 7 წყვილებში. იტალიელი სამჯერ ფედერაციის თასი დაეუფლა (2006, 2009, 2010)

რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი, 2011 წელს მეოთხე ადგილი დააფიქსირა.

სკიავონემ ჩოგბურთის თამაშით 11.3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170914