ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა იაპონიის ქალაქ ტაჩიკავაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 799 000 დოლარი) წყვილთა გათამაშებაში ჩაერთო, თუმცა, პირველივე მატჩი წააგო.
კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო მერვედფინალში ამერიკელ რაკელ ატავოსა და გერმანელ ანა-ლენა გროენფელდს გაეჯიბრნენ და 1:6, 6:3, 3:10 დამარცხდნენ.







