აგენტინის ნაკრებისა და „ბოკა ხუნიორსის“ შემტევი კრისტიან პავონი შესაძლოა ევროპაში ვიხილოთ. როგორც Le 10 Sport-ი იტყობინება, ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერს იანვრის სატრანსფერო პერიოდში განიხილავს.
ამ ეტაპზე შესაძლო გარიგების სხვა დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია ის, რომ პავონის სამსახურით იტალიური „რომაცაა“ დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში კრისტიან პავონიმ 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.









