მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ბუნდესლიგაში „გლადბახთან“ შაბათის მატჩის წინ ჟურნალისტებს უთხრა: „ხელების დაკაპიწების დრო მოვიდა. ზედიზედ სამი მატჩია აღარ გაგვიმარჯვია და ასეთი რამ არ გვეკადრება. მოვიდა დრო მთავარზე ვიფიქროთ. ისევე ლაღად უნდა ვითამაშოთ, როგორც საწყის ტურებში.“ - ციტირებს კოვაჩს კლუბის ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ექვსი ტურის შემდეგ, 13 ქულით „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ერთი პუნქტით ჩამორჩება „დორტმუნდს.“







