ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია შინ 3:0 დაამარცხა. გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ბუნდესნაკრებმა ზედიზედ სამ ოფიციალურ შეხვედრაში ერთი გოლიკ კი ვერ გაიტანა, რაც გერმანელების ანტი-რეკორდია.
ჰოლანდიასთან მატჩამდე ლიოვის შეგირდებმა საფრანგეთთან 0:0 ითამაშეს, იქამდე კი ოფიციალური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ჩაატარეს, სადაც 0:2 დამარცხდნენ.







