"დელტაში" სიახლეა. გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დავით არწივიძე იმუშავებს. შარშან დავითი იდენტურ ამპლუაში "ტიტებში" იყო. "დელტამ" კალათბურთში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი მიიღო.
დავით არწივიძე: "დელტა" ჩემთვის მომავლის გუნდი. ძალიან კარგი შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო "დელტას" მთავარ მწვრთნელს ლექსო ლაფანაშვილს და გუნდის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. მოთამაშეები? გუნდში არიან გამოცდილებიც და ახალგაზრდებიც და სწორი მუშაობის შემთხვევაში, ბევრს მივაღწევთ. ჩვენ უკვე გავედით დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში. გუნდს ყველაფერი წინ აქვს. გვაქვს მაქსიმუმის, ანუ ჩემპიონობის შანსი. ეს მხოლოდ დასაწყისია."









