გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.
„სან ანტონიომ“ შინ „ლეიკერსი" 110:106 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 35 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ლებრონ ჯეიმსმა ნბა-ს ისტორიაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით დირკ ნოვიცკის გადაასწრო. ნოვიცკის 31 187 ქულა აქვს, ხოლო ლებრონს 31 202 ქულა. დიდი ალბათობით, „მეფე“ ამავე სეზონში უილტ ჩემბერლენსაც გაასწრებს, რომელსაც 31 419 ქულა აქვს. ამ შეხვედრაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა. „სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ნბა-ს ისტორიაში მე-5 მწვრთნელი გახდა, რომელმაც 1200 შეხვედრა მოიგო. პატ რაილი 1210, ჯერი სლოანი 1221, ლენი წილკენსი 1332, დონ ნელსონი 1335.
„მილოუკი ბაქსმა“ საკუთარ დარბაზში „ორლანდო“ 113:91 დაამარცხა. „მილოუკმა“ ზედიზედ ექვსი შეხვედრა მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა იანი ადეტოკუმპოს ანგარიშზეა. „ორლანდოში“ 16 ქულით ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა.
„მაიამიმ“ შინ „პორტლენდი“ 120:111 დაამარცხა. დემიენ ლილარდმა 42 ქულა ჩააგდო. გორან დრაგიჩს 28 ქულა ჰქონდა.
„დეტროიტი“ – „ბოსტონი“ 89:109 (21:30, 20:33, 26:21, 22:25)
https://www.youtube.com/watch?v=X27l6fTZaXA
„ნიუ ორლეანი“ – „იუტა“ 111:132 (31:28, 18:36, 33:38, 29:30)
https://www.youtube.com/watch?v=h0NlH133_bc
„ატლანტა“ – „ჩიკაგო“ 85:97 (25:22, 19:19, 19:26, 22:30)
https://www.youtube.com/watch?v=d7qllMnruz4
„კლივლენდი“ – „ინდიანა“ 107:119 (30:30, 25:30, 28:28, 24:31)
https://www.youtube.com/watch?v=syKyy9-r7ks
„ფილადელფია“ - „შარლოტ ჰორნეტსი“ 105:103 (32:28, 31:34, 20:23, 22:18)
https://www.youtube.com/watch?v=Gv7Fg0ZkqIg
„მემფისი“ – „ფინიქსი“ 117:96 (26:18, 42:25, 19:28, 30:25)
https://www.youtube.com/watch?v=oFVRTzzjD64
„მაიამი“ – „პორტლენდი“ 120:111 (33:22, 24:20, 32:37, 31:32)
https://www.youtube.com/watch?v=Sc080yni6PI
„მილოუკი“ – „ორლანდო“ 113:91 (30:25, 35:26, 28:17, 20:23)
https://www.youtube.com/watch?v=AlipeTlk5s4
„სან ანტონიო“ – „ლეიკერსი“ 110:106 (29:36, 25:24, 33:28, 23:18)
https://www.youtube.com/watch?v=DikdrgvUSHI







