ფეხბურთი

19:19 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედომ“ „ლოკომოტივს“ აჯობა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. „ლოკომოტივი“ შინ ქუთაისის „ტორპედოსთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ გაიტანა. იმერელთა 27 წლის სენეგალელი ნახევარმცველი არფანგ დაფე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ზუსტი პასი ქიმაძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი თბილისელთა კარში გადაგზავნა.

ამ გამარჯვებით „ტორპედომ“ „დილას“ ორი ქულით გაასწრო და მესამე ადგილზე მყოფ ჩიხურასთან ერთქულიანი ჩამორჩენა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგას „საბურთალო“ 67 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095437