„ბრუკლინი“ შინ „გოლდენ სტეიტთან“ 114:120 დაამარცხდა. პირველი პერიოდის ბოლოს „მეომრები“ წინ გავიდნენ და მას შემდეგ ანგარიშით სულ წინ იყვნენ. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. კევინ დურანტს 34 ქულა ჰქონდა. „ბრუკლინში“ 25 ქულით რასელი გამოირჩა. „გოლდენ სტეიტი“ 6 მოგებით და ერთი მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
„ოკლაჰომამ“ საკუთარ დარბაზში „ფინიქსი“ 117:110 დაამარცხა. პირველი სამი პერიოდის შემდეგ ოკლაჰომელები 20 ქულით იგებდნენ და მეოთხე პერიოდი ფორმალობაღა იყო. რასელ უსეტბრუკს 23 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა.
„კლიპერსმა“ შინ „ვაშინგტონი 136:104 გაანადგურა. ლოს ანჯელესელებმა გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოიგეს, ცხრა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო ,მათ შორის ყველაზე მეტი 22 ქულა ჰარისს ჰქონდა. „ვაშინგტონში“ 20 ქულით ბრედლი ბილი გამოირჩა.
„ბრუკლინი“ – „გოლდენ სტეიტი“ 114:120 (29:32, 20:31, 28:30, 37:27)
https://www.youtube.com/watch?v=zATTLV4VEdA
„დალასი“ – „იურა“ 104:113 (19:26, 27:24, 31:32, 27:31)
https://www.youtube.com/watch?v=NRKd5Y7NmLY
„ოკლაჰომა“ – „ფინიქსი“ 117:110 (30:20, 32:28, 34:28, 21:34)
https://www.youtube.com/watch?v=9iRitfY8Mdo
„კლიპერსი“ – „ვაშინგტონი“ 136:104 (28:20, 41:34, 28:23, 39:27)
https://www.youtube.com/watch?v=o5A5o0niJAc







