ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "რეალი" გასვლაზე "მელილიას" ეთამაშება.
"რეალის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ახალმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ შეხვედრისთის წაიყვანა. ამ სიაში ლუკა მოდრიჩი, გარეთ ბეილი და ტონი კროოსი არ არიან, როგორც ჩანს მწვრთნელმა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. ტრავმის გამო შეხვედრას ასევე რაფაელ ვარანი და მარსელო გამოტოვებენ.
"მელილია" "რეალის" შეხვედრა 31 ოქტომბერს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.





