ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო საქართველოში მოემგზავრება. ამის შესახებ პირლომ სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო ფართო საზოგადოებას.
ანდრეამ საკუთარ ინსტაგრამში აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: "თბილისი... მოვდივარ".
გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი იტალიელი ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო რგოლში მიიღებს მონაწილეობას. ისე კი, პირლო აქამდეც ნამყოფია ჩვენს დედაქალაქში, მაშინ, როდესაც იტალიის ნაკრები სტუმრობდა თბილისს.









