გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართება.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში დღევანდლამდე „მილოუკი ბაქსი“ იყო, რომელსაც წაგება არ ჰქონდა. „ბოსტონმა“ „მილოუკი“ 117:113 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „კელტებმა“ 38:25 მოიგეს. „ბოსტონში“ 28 ქულით კაირი ირვინგი გამოირჩა. „მილოუკში“ 33 ქულით და 11 მოხსნით იანის ადეტოკუმპო გამოირჩა. „ბოსტონმა“ კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი 24-სამქულიანი ჩააგდო. აქამდე ბოსტონელთა რეკორდი 19-სამქულიანი იყო. ნბა-ს ისტორიაში, ერთ შეხვედრაში, ყველაზე მეტი 25 სამქულიანი „კლივლენდ კავალიერსს“ აქვს ჩაგდებული.
„შარლოტ ჰორნეტსი“ შინ „ოკლაჰომასთან“ 107:111 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რასელ უესტბრუკი გახდა. რასელმა გუნდს 29 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა. „შარლოტში“ 21 ქულით კემბა უოლკერი გამოირჩა.
„შარლოტ ჰორნეტსი“ – „ოკლაჰომა“ 107:111 (22:24, 26:20, 29:29, 30:28)
https://www.youtube.com/watch?v=sBw3Y7Ijj6c
„კლივლენდი“ – „დენვერი“ 91:110 (27:15, 15:35, 24:33, 25:27)
https://www.youtube.com/watch?v=bYIkL-ElhDQ
„ფილადელფია“ – „კლიპერსი“ 122:113 (34:30, 38:27, 18:29, 32:27)
https://www.youtube.com/watch?v=qzLjOuaUEf8
„ატლანტა“ – „საკრამენტო“ 115:146 (29:35, 35:34, 23:46, 28:31)
https://www.youtube.com/watch?v=cXz5BC2yCho
„ბოსტონი“ – „მილოუკი“ 117:113 (23:16, 32:37, 38:25, 24:35)
https://www.youtube.com/watch?v=yV_4_lBGns0
„პორტლენდი“ – „ნიუ ორლეანი“ 132:119 (35:31, 35:34, 32:34, 30:20)







