ფეხბურთი

22:30 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი MLS-ის საუკეთესო ახალწვეულია

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის MLS-ის სეზონის საუკეთესო ახალწვეულად ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ზლატანმა MLS-ში 27 მატჩი ჩაატარა, სადაც 22 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ზლატანი და "ლოს ანჯელეს გალაქსი" რეგულარულ ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ვერ გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი 2018 წლის ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ლოს ანჯელეს გალაქსში" გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104141