ფეხბურთი

4:23 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა, D დივიზიონი: ბელარუსი თითქმის პლეი-ოფშია

ერთა ლიგის D დივიზიონში ჯერჯერობით საქართველოს ნაკრები ისევ ერთადერთია, რომელსაც ნახევარფინალში თამაში განაღდებული აქვს. მოგეხსენებათ, „ჯვაროსნებმა“ მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულები დაკარგეს და პირველი გოლიც გაუშვეს. ეს ანდორასთან მატჩში. ახლა ამ თამაშზე საუბრით არ შეგაწყენთ თავს და სხვა მატჩებზე გეტყვით.

ჩვენს ჯგუფში ყაზახეთის ნაკრებმა ლატვიას უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა, ვერ მოიგო. ბალტიისპირელებმა მეორე ტაიმის სტარტზევე აღადგინეს წონასწორობა და სასურველი შედეგი შეინარჩუნეს.

თუ ჩვენს ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია და ამ ტურამდეც გარკვეული იყო, იგივეს ვერ ვიტყვით, მეორე ჯგუფზე. უფრო სწორად, ვერ ვიტყოდით. ლუქსემბურგისა და ბელარუსის ნაკრებები პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ და მეხუთე ტურში ერთამანეთს დაუპირისპირდნენ. მასპინძლებს ფრეც მისცემდათ რეალურ შანსს, მაგრამ ბელარუსებმა იმძლავრეს და „ჟოზი ბართელის“ სტადიონიდან ოქროს ფასი სამი ქულა წამოიღეს.

შედეგად, ბელარუსის ნაკრები გალიდერდა 11 ქულით და ბოლო ტურში სან მარინოს ხვდება. ძნელი წარმოსადგენია, რომ „თეთრმა რუსებმა“ ეს შანსი გაანიავონ. სხვათა შორის, ბელარუსის ნაკრებს გოლი არ აქვს გაშვებული. თუ ბოლო ტურში მოიგებს, ხოლო საქართველო ყაზახეთს ვერ დაამარცხებს, დიდი ალბათობით, ჩვენზე უკეთესი შედეგი ექნება (ბურთების ბალანსით). მოგეხსენებათ, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან დივიზიონში საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის წილისყრისას მეოთხე კალათაში იქნება. აი, ასე ავიტკიეთ აუტკივარი თავი ანდორაში ვერმოგებით...

D დივიზიონი, A ჯგუფი

ყაზახეთი - ლატვია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სუიუმბაევი (37), 1:1 რაკელსი (49)

ანდორა - საქართველო 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

მომდევნო ტური - 19 ნოემბერი

საქართველო - ყაზახეთი

ანდორა - ლატვია

1. საქართველო 5 4 1 0 10:1 13
2. ყაზახეთი 5 1 3 1 7:5 6
3. ლატვია 5 0 3 2 2:6 3
4. ანდორა 5 0 3 2 2:9 3

D დივიზიონი, B ჯგუფი

ლუქსემბურგი - ბელარუსი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 დრაგუნი (37), 0:2 დრაგუნი (54)

სან მარინო - მოლდოვა 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დამასჩანი (78)

მომდევნო ტური - 18 ნოემბერი

სან მარინო - ბელარუსი

მოლდოვა - ლუქსემბურგი

1. ბელარუსი 5 3 2 0 8:0 11
2. ლუქსემბურგი 5 3 0 2 10:3 9
3. მოლდოვა 5 2 2 1 3:4 8
4. სან მარინო 5 0 0 5 0:14 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097169