პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ბენფიკას" მცველმა რუბენ დიასმა შესაძლოა კარიერა ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელოს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, ფეხბურთელს კლუბის სკაუტები იტალიასთან გამართულ ერთა ლიგის მატჩში აკვირდებოდნენ.
ტურინელებს ფეხბურთელის გადაბირება გაუჭირდებათ, რადგან დიასმა "ბენფიკასთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის აგვისტოში გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო გახდა.
"სკუადრა აძურასთან" შეხვედრაში დიასმა 90 წუთი ითამაშა, ეროვნულ ნაკრებში კი დებიუტი 2018 წლის მაისში ჰქონდა და ჯამში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული. ლისაბონური კლუბის მთავარ გუნდში რუბენი 2017 წელს დააწინაურეს და გასულ სეზონში და "ბენფიკას" სტაბილური მოთამაშე გახდა. პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა.







