კალათბურთი

15:31 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 5 ქულა და 8 მოხსნა

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და “გრანდ კანიონს” 82:75 სძლია.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26 წუთში 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
სანდრომ 3-დან 2 ორქულიანი დ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეხვედრის გმირი მაილს პაუელი გახდა, რომელმაც “სეთონ ჰოლს” 40 ქულა შესძინა.
მამუკელაშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა დღეს ელის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091793