გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
„გოლდენ სტეიტი“ შინ „საკრამენტოს" დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრე „საკრამენტო“ 116:115 იგებდა. ბურთი „მეომრების“ ერთ-ერთ ლიდერს კლეი ტომპსონს ჰქონდა, რომელიც მეტოქის სამწამიანში შევიდა. პირველი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა, თუმცა მანვე ბურთი მოხსნა და დამატებაზე 2-ქულიანი მოათავსა. „მეომრები“ 117:116 დაწინაურდნენ. ბოლო წამებზე „საკრამენტოს“ უკანახაზელმა თამაშის მოსაგებად 2-ქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. მიმდინარე სეზონში კევინ დურანტმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, 44 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი. კლეი ტომპსონმა მეტოქეს 31 ქულა ჩაუგდო. ოკლენდელები 14 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფებიან.
უხვქულიანი შეხვედრა გაიმართა „მილოუკსა“ და „სან ანტონიოს“ შორის. მასპინძელმა ტეხასელებს 135:129 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ბაქსმა“ 40:27 მოიგო. საოცარი შეხვედრა ჩაატარა იანის ადეტოკუმპომ, 34 ქულა, 18 მოხსნა, 8 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი. „სან ანტონიოში“ 34 ქულით და 7 პასით დემარ დეროზანი გამოირჩა.
მოულოდნელად „კლივლენდმა“ „ჰიუსტონს“ 117:108 მოუგო. „კავალიერსი“ მეორე პერიოდში წინ გავიდა და მას შემდეგ ტეხასელებმა ანგარიშით წინ გასვლა ვეღარ მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 40 ქულა და 13 პასი შესძინა. „კლივლენდში“ 29 ქულით საქსტონი გამოირჩა.
„კლივლენდი“ – „ჰიუსტონი“ 117:108 (29:30, 34:28, 30:25, 24:25)
https://www.youtube.com/watch?v=xGPRqt9qB6w
„მინესოტა“ – „ჩიკაგო“ 111:96 (20:22, 29:28, 35:29, 27:17)
https://www.youtube.com/watch?v=TItiV4rwmzs
„ოკლაჰომა“ – „დენვერი“ 98:105 (23:33, 19:30, 24:16, 32:26)
https://www.youtube.com/watch?v=hg6eVSmD-Vc
„ვაშინგტონი“ – „ნიუ ორლეანი“ 124:114 (37:34, 31:34, 22:23, 34:23)
https://www.youtube.com/watch?v=telH2f2lsWg
„დალასი“ – „ბოსტონი“ 113:104 (32:26, 27:30, 28:26, 26:22)
https://www.youtube.com/watch?v=C5r9ch-T4HQ
„გოლდენ სტეიტი“ – „საკრამენტო“ 117:116 (28:29, 32:35, 35:29, 22:23)
https://www.youtube.com/watch?v=wmqCvdRJJsg
„მილოუკი“ – „სან ანტონიო“ 135:129 (37:36, 30:32, 28:34, 40:27)
https://www.youtube.com/watch?v=gcHCrwqXlvI







