კალათბურთი

12:30 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა, "ლეიკერსმა" "ორლანდოსთან" წააგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსი“ შინ „ორლანდოსთან“ 104:108 დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე 104:104 იყო, რა დროსაც „ლეიკერსს“ სროლა არ წაუვიდა. „ორლანდომ“ კი ორი ორქულიანი ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 15 მოხსნა, 7 პასი, 3 ბლოკ-შოტი და 2 ჩაჭრა შესძინა. „ლეიკერსში“ ლებრონ ჯეიმსი 24 ქულით და 7 პასით გამოირჩა.

„ტორონტომ“ საკუთარ დარბაზში „მაიამი“ 125:115 დაამარცხა. მატჩის სტარტზევე კანადელები დაწინაურდნენ და მას შემდეგ მთელი შეხვედრა ანგარიშით წინ იყვნენ. დუეინ უეიდმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა 35 ქულა ჩააგდო, რასაც 6 პასი და 5 მოხსნაც მიამატა. „ტორონტოში“ 29 ქულით და 10 მოხსნით კავაი ლეონარდი გამოირჩა. „ტორონტო“ 17 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

„ლეიკერსი“ – „ორლანდო“ 104:108 (29:19, 23:32, 19:35, 33:22)

„დეტროიტი“ – „ფინიქსი“ 118:107 (27:332, 35:28, 21:24, 35:23)

„ატლანტა“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 124:123 (32:43, 33:23, 35:3, 24:26)

https://www.youtube.com/watch?v=AekWSvr-I6Q

„ბრუკლინი“ – „ფილადელფია“ 125:127 (32:25, 36:29, 34:35, 23:38)

https://www.youtube.com/watch?v=nuhv_NK1IU0

„მემფისი“ – „ნიუ იორკი“ 98:103 (26:21, 26:22, 19:35, 27:25)

https://www.youtube.com/watch?v=9x59204gNpg

„ტორონტო“ – „მაიამი“ 125:115 (36:29, 27:25, 38:35, 24:26)

https://www.youtube.com/watch?v=hfqBv6F14Ik

„საკრამენტო“ – „იუტა“ 112:133 (26:30, 24:29, 30:32, 32:42)

https://www.youtube.com/watch?v=S23-pKuaql8

„პორტლენდი“ – „კლიპერსი“ 100:104 (28:24, 30:21, 16:38, 26:21)

https://www.youtube.com/watch?v=aSnfTIivR0E

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16373