საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტისა“ და „ანტვერპენის“ შეხვედრაში გოლი გაიტანა, თუმცა არ ჩაუთვალეს. 19 წლის ქართველმა ერთ-ერთ ეპიზოდში შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი მეკარე ბოლატის ზურგს უკან აღმოჩნდა.
როგორც ვიდეოგამეორებაზე და ფოტოებიდან ჩანს, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ბელგიური მედიის ცნობით, მსაჯისთვის და VAR-ისთვის ყველაფერი სხვაგვარად იყო.
შეხვედრის მთავარი არბიტრი ნიკოლას ლაფორგე არც დაფიქებულა, ის მიუთითა თამაშის გაგრძელებაზე...
საბოლოოდ, თამაში უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.









