კალათბურთი

19:10 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 9 ქულა სანაკრებო მატჩებამდე

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში “მაიამის” 83:81 სძლია, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 30 წუთი გაატარა.

მამუკელაშვილმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 9 ქულას 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. სანდროს ბურთი არ დაუკარგავს, პასივში კი 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

“სეთონ ჰოლს” მომდევნო მატჩი 1 დეკემბერს “ლუისვილთან” ელის, თუმცა, მამუკელაშვილის გარეშე გარჯა მოუწევს, რადგანაც იმ დროს სანდრო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იქნება გამოძახებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090699