ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში „ლიონი“ შინ „სიტის“ 2:2 დაუზავდა. მატჩის შემდეგ მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ლიონთან“ რთული შეხვედრა გამოვიდა.
„პირველ რიგში კმაყოფილი ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე ვითამაშებთ. ჩვენ დღეს ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით, რომელმაც უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. ხალხი საუბრობს, რომ საფრანგეთში მარტო პსჟ არის ძლიერი გუნდი, მაგრამ აშკარაა პარიზელები მარტო არ არიან. „ლიონთან“ თამაშმა მოგვცა დიდი გამოცდილება, დარწმუნებული ვარ მათ დიდი მომავალი აქვთ და წარმატებებს ვუსურვებ“- განაცხადა გვარდიოლამ.
„სიტიმ“ მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდა. „ლიონი“ კი ბოლო ტურში გასვლაზე „შახტარს“ შეხვდება. ფრის და „ლიონის“ მოგების შემთხვევაში მომევნო ეტაპზე ფრანგული კლუბი ითამაშებს, უკრაინელებს, მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.







